საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრებმა 2018 წლის ბოლო შეჯიბრზე ოთხი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ქართველმა ძალოსნებმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე რამდენიმე რეკორდიც დაამყარეს.
გურამ გიორბელიძემ რომელიც 67 კგ. წონით კატეგორიაში გამოვიდა ორჭიდის ჯამში დაძლეული 268 კგ-ით ოქროს მედალი მოიპოვა.
73 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი არჩილ მალაყმაძე გახდა. ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 298 კგ. დაძლია.
ლომია თებიძე და თორნიკე ტაბატაძე 81 და +102 კგ. წონითი კატეგორიის ჩემპიონები არიან, ხოლო ასევე +102 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე აკაკი ტალახაძე მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
ქართველმა ძალოსნებმა ეს შედეგი რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივნის, რამაზ გურგენიძის ხსოვნას მიუძღვნეს.