საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დღის შედეგების შემდეგ, გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი დღის შედეგების შემდეგ, 54 ქულით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრებს 25-25 ქულა მსოფლიო ჩემპიონებმა ნუგზარ წურწუმიამ (55გ) და ლაშა გობაძემ (82კგ) მოუტანეს, ხოლო ოთხი ქულით ეროვნულ გუნდს იური ლომაძე დაეხმარა. მინიმუმ რვა ქულა იქნება გიორგი მელიას (97კგ) ანგარიშზე, თუმცა თუკი ის ბრინჯაოს მედალს მოიგებს, მის აქტივში 15 სარეიტინგო ქულა იქნება.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დარჩენილი სამი წევრი – დავით ჩხარტიშვილი (60კგ), გელა ბოლქვაძე (77კგ) და იაკობ ქაჯაია (130კგ) ასპარეზობაში ხვალ ჩაერთვებიან.