ბექა როყვამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა | ჭიდაობა
ბექა როყვამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა | ჭიდაობა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 14-22 სექტემბერს ნურსულთანში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ყაზახეთში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება.

ლიცენზიები ოლიმპიურ წონით კატეგორიაში (60, 67, 77, 87, 97, 130 კგ) პირველი ექვსეულის სპორტსმენებს გადაეცემათ.

55 კგ. – ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ. – დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
63 კგ. – ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
67 კგ. – შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
72 კგ. – იური ლომაძე (ოზურგეთი)
77 კგ. – გელა ბოლქვაძე (აჭარა)
82 კგ. – ლაშა გობაძე (აჭარა)
87 კგ. – გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
97 კგ. – გიორგი მელია (სამტრედია)
130 კგ. – იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)

პირველები მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

14-15 სექტემბერი – 55-63-72-82 კგ.
15-16 სექტემბერი – 67-87-97 კგ.
16-17 სექტემბერი – 60-77-130 კგ.

დატოვე კომენტარი