მსოფლიოს 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სამი ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს

18:41, 01.11.2019

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთმა ქართველმა დაიწყო ასპარეზობა. მათგან სამი: ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ. ორი ქართველი კი ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსს კიდევ ინარჩუნებს.

ნახევარფინალური დაპირისპირებები თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება.

მსგავსი