საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის 19-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდა – მატჩი 0:0 დასრულდა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა შეკრებაზე ის 23 ფეხბურთელი გამოიძახა, რომლებსაც ნაკრების უახლოეს ოფიციალურ შეხვედრებში დაეყრდნობა. თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა, საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა.

78-ე წუთზე ლუკა წულაიასთან უხეშობისთვის მთავარმა არბიტრმა მეტოქის მოთამაშე დარკო სეკოვსკი გააძევა, მაგრამ რიცხვობრივი უპირატესობით ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ ისარგებლეს.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის 19-წლამდელთა გუნდს მეორედაც დაუპირისპირდება – მატჩი 10 ივნისს, 20:00 საათზე კვლავ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

19-წლამდელთა ნაკრები 13-დან 19 ნოემბრის ჩათვლით შვედეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფში ჩვენი ნაკრების მეტოქეები ნორვეგიის, ესტონეთისა და შვედეთის ნაკრებები იქნებიან.