საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები 8 და 10 ივნისს, 20:00 საათზე თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩრდილოეთ მაკედონიის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: სოსო კოპალიანი, ლუკა ხელაშვილი („ლოკომოტივი“), მათე საური („დინამო თბილისი“).

მცველები: გიორგი ნიკოლაიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი (ორივე – „იბერია 1999“), ლუკა შაშიაშვილი („დინამო თბილისი“), ამირან ტყეშელაშვილი („ტორპედო“), ოთარ ჩოჩია („გაგრა“).

ნახევარმცველები: საბა ხარებაშვილი, სანდრო ფეიქრიშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, ბექა ბურდიაშვილი, ლუკა წულაია, ცოტნე ბერელიძე, გიორგი გვასალია, ავთანდილ მაშავა, ნიკოლოზ ჩიქოვანი (ყველა – „დინამო თბილისი“), გიორგი გოგსაძე, საბა გეგუჩაძე („იბერია 1999“).

თავდამსხმელები: იუსიბ მეხტიევი, საბა სამუშია, თემურ ოდიკაძე („დინამო თბილისი“), ჰალიდ დოლტმურზიევი („ბრიუგე“, ბელგია).

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 13-დან 19 ნოემბერის ჩათვლით შვედეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ჯგუფში მეტოქეები ნორვეგიის, ესტონეთისა და შვედეთის ნაკრებები იქნებიან.