საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მორიგი ტესტ-მატჩი ლიეტუვასთან გამართა და შეხვედრა ფრედ დაასრულა – 0:0.
19-წლამდელებმა 6 და 8 სექტემბერს ორი ამხანაგური მატჩი სტუმრად სლოვაკეთთან ჩაატარეს – პირველი 2:2 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ – 2:1.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ლიეტუვასთან მეორე საკონტროლო შეხვედრასაც გამართავს. პირველის მსგავსად, ამ დაპირისპირებასაც 14 ოქტომბერს „დრუსკინინკუ სტადიონასი“ უმასპინძლებს.
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები ამ მატჩებით მზადებას დაასრულებს და ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს ითამაშებს. გუნდი 12, 15 და 18 ნოემბერს ნორვეგიას, ესტონეთსა და ჯგუფის მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება.