საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლიეტუვას დაუზავდა #1TVSPORT

10:11, 14.10.2024

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მორიგი ტესტ-მატჩი ლიეტუვასთან გამართა და შეხვედრა ფრედ დაასრულა – 0:0.

19-წლამდელებმა 6 და 8 სექტემბერს ორი ამხანაგური მატჩი სტუმრად სლოვაკეთთან ჩაატარეს – პირველი 2:2 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ – 2:1.

ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ლიეტუვასთან მეორე საკონტროლო შეხვედრასაც გამართავს. პირველის მსგავსად, ამ დაპირისპირებასაც 14 ოქტომბერს „დრუსკინინკუ სტადიონასი“ უმასპინძლებს.

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები ამ მატჩებით მზადებას დაასრულებს და ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს ითამაშებს. გუნდი 12, 15 და 18 ნოემბერს ნორვეგიას, ესტონეთსა და ჯგუფის მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი