19-წლამდე ნაკრებების შესარჩევიც საქართველოში ჩატარდება - მაისურაძის გუნდს წილისყრაში გაუმართლა #1TVSPORT
19-წლამდე ნაკრებების შესარჩევიც საქართველოში ჩატარდება - მაისურაძის გუნდს წილისყრაში გაუმართლა #1TVSPORT

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ წილისყრაზე გაირკვა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს 10-წლამდე ნაკრების მეტოქეები, ხოლო საქართველომ თამაშების მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდში პირველ ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებში გაუმართლა – ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია, რომელიც ამ ასაკში ევროპის 11-გზის ჩემპიონია. დანარჩენი ორი გუნდის დამარცხება რეალურია – ჩვენი მეტოქეები კვიპროსის და მოლდოვას გუნდები იქნებიან, რომლებიც ევროპის ელიტურ გუნდების კატეგორიას არ განეკუთვნებიან.

ევროპის ჩემპიონატი ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება, ხოლო პირველ ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს. მატჩები 15-21 ნოემბერს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ 17-წლამდე ნაკრებების საკვალიფიკაციო რაუნდის მასპინძლობის უფლებაც მიიღო.

U19 ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, კვიპროსი, მოლდოვა