ორი სპარინგი ლიეტუვასთან - 19-წლამდელთა ნაკრები შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება #1TVSPORT
ორი სპარინგი ლიეტუვასთან - 19-წლამდელთა ნაკრები შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ვასილ მაისურაძის გუნდი 8 და 10 სექტემბერს ლიეტუვის ასაკობრივ გუნდს უმასპინძლებს.

8 სექტემბრის მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე 17:30 საათზე დაიწყება, ხოლო 10 სექტემბრის მატჩს 18:00 საათზე დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

19-წლამდელებმა ბოლო შეკრება ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩაატარეს, სადაც მასპინძლებთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს. ლიეტუვასთან მატჩებისთვის გუნდის მთავარ მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საინტერესოა, რომ მაისურაძემ მოიწვია სამი ისეთი მოთამაშე, რომლებიც ევროპაში იზრდებიან: გიორგი ქარსელაძე (რიუ ავე, პორტუგალია), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია) და გიგი გოგია (ქუინს პარკ რეინჯერსი, ინგლისი).

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რეზი კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა).

მცველები: თენგო გობეშია, ნიკოლოზ ცეცხლაძე, გელა სადღობელაშვილი (ყველა – დინამო თბილისი), სანდრო ნარიმანიძე, გიორგი გოგსაძე (ორივე – საბურთალო), დავით ფაღავა (დინამო ბათუმი), გიგი გოგია (ქუინს პარკ რეინჯერსი, ინგლისი), გიორგი ქარსელაძე (რიუ ავე, პორტუგალია), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი).

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი, გიორგი ცეცხლაძე, ათული მაშავა (ყველა – დინამო თბილისი), ნიკოლოზ კანტიძე, ნიკოლოზ ყველაშვილი (ორივე – საბურთალო), ნიკოლოზ ნინიძე (ლოკომოტივი თბილისი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია).

თავდამსხმელები: სანდრო ავალიანი (საბურთალო), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა სამუშია (ანორთოსისი, კვიპროსი).

ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე 19-წლამდელები კვიპროსს, მოლდოვასა და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.