საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სლოვაკეთი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ სლოვაკეთს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
ეს ამ გუნდებს შორის გამართული მეორე შეხვედრა იყო – პირველი, რომელიც 27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, სლოვაკებმა 3:0 მოიგეს. ამჯერად კი ანგარიში 42-ე წუთზე თენგიზ ბებულიშვილმა გახსნა, მეორე ბურთი სტუმრებს 90+2-ე წუთზე რევაზ კირვალიძემ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში 17-წლამდელთა მეტოქეები მასპინძელი სლოვენია, ასევე პოლონეთი და სომხეთი იქნებიან.
საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე 17-წლამდელები კიდევ ერთ შეკრებას სექტემბერში გაივლიან, სადაც შინ მოლდოვას უმასპინძლებენ, მატჩები 8 და 10 სექტემბერს გაიმართება.