საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მოლდოვას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა .„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში გიორგი ჩიტაურის გუნდი 45+1-ე წუთზე თენგიზ ნებულიშვილმა დააწინაურა, რომელმაც მეორე ტაიმში (52-ე წუთზე) დუბლი შეასრულა და ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მოლდოველებმა 55-ე წუთზე ბოგდან როშკას ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმალურამდე შეამცირეს. თუმცა 90+3-ე წუთზე გლიბ კატკოვმა ქართველი 17-წლამდელების ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს 17-წლამდელთა გუნდი მოლდოვას მეორედაც დაუპირისპირდება – 10 სექტემბერს, 18:00 საათზე მატჩი ისევ „პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება.