საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის პირველი მატჩი საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან გამართა და 0:5 დამარცხდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრები 6 ოქტომბერს კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ B ლიგიდან A ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდება.