საქართველომ პოლონეთი დაამარცხა, თუმცა ჰოლანდიას ვერ გასცდა - მშვილდოსნობა | მინსკი 2019
მინსკის ოლიმპიურ კომპლექსში მშვილდოსნობაში წყვილთა შორის შეჯიბრი საქართველოსა და პოლონეთს შორის გაიმართა. საქართველოს ღირსებას ციკო ფუტკარაძე და ჯაბა მოსეშვილი იცავდნენ.
დაპირისპირება ქართველთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. ტურნირის მერვედფინალში ქართველთა წყვილი ჰოლანდიელებს – ანა გაბრიელა ბაიარდო ჩანს და ჯოზეფ ვან დერ ბერგს დაუპირისპირდა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 4:5 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჯაბა მოსეშვილმა და ციკო ფუტკარაძემ ინდივიდუალურ პირველობაშიც მიიღეს მონაწილეობა.