საქართველო უპირველეს ყოვლისა - ქეცბაია ფეხბურთელებს 12 ნოემბრის შეხვედრაზე გამოჰყვა
საქართველო უპირველეს ყოვლისა - ქეცბაია ფეხბურთელებს 12 ნოემბრის შეხვედრაზე გამოჰყვა

12 ნოემბერს, ლარნაკას აეკ-თან გამარჯვების შემდეგ, კვიპროსული გუნდის, ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ საქართველოში ნოემბრის ისტორიული მატჩის გასამართად მარტო ფეხბურთელები არ გამოემგზავრნენ – მათთან ერთად საგანგებოდ დაქირავებულ თვითმფრინავში თემურ ქეცბაიაც იჯდა – სურათს გამოცემა „სიგმალაივი“ აქვეყნებს.

„თემურიც თვითმფრინავშია. აეკ-თან დიდი გამარჯვების შემდეგ, „ანორთოსისის“ ქართველი ფეხბურთელები გაფრინდნენ საქართველოში, რათა თავიანთი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდნენ. გიორგი ქვილითაიასთან, თორნიკე ოქრიაშვილთან, ბუბა დაუშვილთან და გიორგი ლორიასთან ერთად, „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც იმყოფება“, – წერს გამოცემა.

მიუხედავად იმისა, რომ თემურ ქეცბაიას კლუბში ბევრი საქმე აქვს და ახლა სამგზავროდ არ ეცალა, მისგან ეს საქციელი უდავოდ დასაფასებელია – ამ საქციელით თემურ ქეცბაიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისთვის საქართველო და საქართველოს ნაკრები უპირველესია.