ჩრდილოეთ მაკედონიელებმა მთავრობის და უეფა-ს პრემიები მიიღეს
ჩრდილოეთ მაკედონიელებმა მთავრობის და უეფა-ს პრემიები მიიღეს

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის გასვლისთვის სამ მილიონ ევროს მიიღებენ. ეს არის ყველაზე დიდი პრიზი ამ ქვეყნის ისტორიაში და უეფა-ს მიერ ქვეყნის ფედერაციისთვის გაცემული თანხის დაახლოებით მესამედს შეადგენს.

ფედერაციის პრეზიდენტმა მუამედ სეიდინიმ განაცხადა, რომ ევროპის 24 საუკეთესოთა შორის მოხვედრისთვის ფეხბურთელები სამ მილიონ ევროს მიიღებდნენ უეფა-ს თანხებიდან. ევროპული ფეხბურთის მმართველი კი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილ ყველა ნაკრებს 9,25 მილიონ ევროს ურიცხავს. შედეგის მიხედვით, ამ მაჩვენებელმა შეიძლება ათ მილიონ ევროს გადააჭარბოს.

ეს სამი მილიონი ევრო გაუნაწილდება ნაკრების ყველა წევრს, მწვრთნელს და პერსონალს, რომლებმაც ერთა ლიგის წინა გათამაშებიდან ევრო2020-ის პლეი ოფამდე ჩრდილოეთ მაკედონიის ამ ისტორიულ წარმატებაში მომაწილეობა მიიღო.

ჯილდო დააწესა მთავრობამაც – ეროვნული ნაკრების თითოეული წევრი 10,000 ევროს მიიღებს. ეს საკითხი ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის მორიგ შეხვედრაზე გადაწყდა.