საქართველო რუსეთის ნაცვლად მსოფლიო ჩემპიონატზე - წყალბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი შეჯიბრებიდან მოხსნა #1TVSPORT
საქართველო რუსეთის ნაცვლად მსოფლიო ჩემპიონატზე - წყალბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი შეჯიბრებიდან მოხსნა #1TVSPORT

წყალბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოხსნა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მიიღო.

რუსეთის ნაცვლად 2023 წელს უნგრეთში გასამართ წყალბურთის ჩემპიონატზე საქართველო ითამაშებს. საქმე ის არის, რომ რუსეთმა მუნდიალზე ასპარეზობის უფლება 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის (მე-8 ადგილი) გათვალისწინებით მოიპოვა. მეცხრე იყო გერმანია, რომელიც ასევე ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

საქართველოს ნაკრები კი ევროპის პირველობაზე მე-10 ადგილზე გავიდა. რადგან გერმანიას მუნდიალის საგზური მოპოვებული აქვს, იქ რუსეთის ნაცვლად საქართველო ითამაშებს.

თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდება, რაც წყალბურთის საერთაშორისო ორგანიზაციისგან ქართულ საწყლოსნო ფედერაციაში ოფიციალური წერილი მოვა.