საქართველო გუნდურ ასპარეზობაში საფრანგეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
საქართველო გუნდურ ასპარეზობაში საფრანგეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან 1:4 დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში პირველმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) იასპარეზა, შემდეგ 73 კგ-ში ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი გამოვიდა. მესამე დაპირისპირებაში კი ნინო გულბანმა (70 კგ) იჭიდავა. საწყის სამ ბრძოლაში ქართველებმა ერთი გამარჯვებაც ვერ მოიპოვეს.

ერთადერთი მოგება ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) ანგარიშზეა, ვის შემდეგაც მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი უშანსოდ დამარცხდა და საბოლოო ანგარიშიც ფრანგების სასარგებლოდ დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ იდივიდუალურ ასპარეზობებში ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა, ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) დაიკავეს.