ძიუდო | საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა #1TVSPORT
ძიუდო | საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, სპორტის გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

აბუ დაბიში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია. ტატო გრიგალაშვილი ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, ვინც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. შეჯიბრებაზე ასევე ოქროს მედალს დაეუფლა 20 წლის გიორგი სარდალაშვილი. ვერცხლის მედალი მოიპოვა გურამ თუშიშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მოგება ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო.

ასევე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.