საქართველო - ესპანეთის მატჩის ბილეთები 15 აგვისტოდან გაიყიდება #1TVSPORT
საქართველო - ესპანეთის მატჩის ბილეთები 15 აგვისტოდან გაიყიდება #1TVSPORT

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის ბილეთები 15 აგვისტოდან მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ 8 სექტემბერს გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შედგება.

ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. თითოეულ მომხმარებელს თამაშზე დასასწრები მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთის ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია.

საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში 3 მატჩი გამართა და 4 ქულით ნორვეგიასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.