საქართელოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ბულგარეთის ტურნირის გამარჯვებული გახდა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ბულგარეთში გამართული უეფა-ს განვითარების თასის გამარჯვებულია – ეს ბოლო ტურის მატჩების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
ბულგარეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და დასაწყისში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ბოლო 10 წუთში დათმო — შეხვედრა 2:2 დასრულდა, პენალტების სერია კი აფრიკელებმა უკეთ შეასრულეს (6:5).
გიორგი ჩიტაურის გუნდმა მესამე შეხვედრა კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა და ტურნირის ბოლო მატჩი 2:1 მოიგო, რის შედეგადაც ჩვენმა გუნდმა 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
სამხრეთ აფრიკა — საქართველო 0:3
ბულგარეთი — საქართველო 2:2 (5:3)
კოსოვო — საქართველო 1:2
ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში ინიშნება პენალტების სერია, სადაც გამარჯვებული 2 ქულას იღებს, ხოლო დამარცხებული – ერთ ქულას. შედეგად, ბულგარეთში გამართულ უეფა-ს განვითარების თასზე საქართველოს ნაკრებმა 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე 6 ქულით მასპინძელი ბულგარეთი გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილები კი სამხრეთ აფრიკამ (5) და კოსოვომ (0) გაინაწილეს.
გიორგი ჩიტაურის გუნდი შემოდგომაზე, უკვე 17-წლამდელთა ნაკრების სახელით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, სადაც სამგუნდიან ჯგუფში ყაზახეთსა და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ეტაპის მატჩებს 11-17 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს.