საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთში, უეფა-ს განვითარების თასზე კოსოვოს დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.
სოფიის „ბოიანას“ ტექნიკურ ცენტრში გამართულ ტურნირის დასკვნითი ტურის შეხვედრაში კოსოვოელები დაწინაურდნენ და ტაიმი 1:0 მოიგეს – ანგარიში მე-18 წუთზე კრონ ავდიუმ გახსნა.
შესვენების შემდეგ გიორგი ჩიტაურის გუნდმა უკეთ ითამაშა. 52-ე წუთზე ალექსანდრე ჩიქოვანმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო საბოლოო ანგარიში 73-ე წუთზე კოსოვოელი ფეხბურთელის, პაკოლი არტის ავტოგოლის შედეგად დაფიქსირდა.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე სამხრეთ აფრიკა 3:0 დაამარცხა, ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ამ მატჩით გამოსვლა დაასრულა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი შემოდგომაზე, 17-წლამდელთა ნაკრების სახელით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, სადაც 3-გუნდიან ჯგუფში ყაზახეთსა და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს.