საქალაქო სასამართლომ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
შემდეგი სასამართლო სხდომა 16 აგვისტოს ჩაინიშნა.
ვატო ყიფიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დააკავეს. ვატო ყიფიანის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 18-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.