საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსეთმა ოდესის აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსეთმა ოდესის აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ოდესის საქალაქო საბჭო უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ტელეგრამარხზე ავრცელებს.

უკრაინული მხარის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაზიანებულია აეროპორტის ასაფრენი ზოლი და მისი გამოყენება შეუძლებელია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა.