საპროტესტო აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებიან [ვიდეო]

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ რუსთაველის გამზირიდან უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიკადები აქვთ მოწყობილი, გადაკეტილია გზა.

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის დასუფთავების სამსახური მუშაობს. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს, ტერიტორიიდან გავიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი. რუსთაველის გამზირი დატოვა სპეცტექნიკამაც. სახანძრო სამაშველო სამსახურმა ჩააქრო ცეცხლი, რომელიც მომიტინგეების მიერ მოწყობილ ბარიკადებს ეკიდა.