საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და ჭავჭავაძის გამზირისკენ მიემართებიან
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და ჭავჭავაძის გამზირზე მიდიან. აქციის მონაწილეები მსვლელობით მიემართებიან რუსთაველის გამზირიდან უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მოუწოდა მომიტინგეებს, არ მისცენ სამართალდამცველებს მათი დაკავების საშუალება, ამიტომ გადაწყვიტეს, გადაინაცვლონ ჭავჭავაძის გამზირზე. აქციის მონაწილეების თქმით, სწორედ ჭავჭავაძის გამზირზე შეთანხმებიდან სამოქმედო გეგმაზე.
მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიკადები აღმართეს, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეებმა ბარიკადებისთვის ნაგვის ურნები გამოიყენეს. სამართალდამცველების მისამართით აქციის მონაწილეები პერიოდულად ისროდნენ პიროტექნიკას.
მანამდე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.