რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის დასუფთავების სამსახური მუშაობს
რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის დასუფთავების სამსახური მუშაობს

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის დასუფთავების სამსახური მუშაობს. მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს, ტერიტორიიდან გავიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი. რუსთაველის გამზირი დატოვა სპეცტექნიკამაც.

სახანძრო სამაშველო სამსახურმა ჩააქრო ცეცხლი, რომელიც მომიტინგეების მიერ მოწყობილ ბარიკადებს ეკიდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმაზე ჭავჭავაძის გამზირზე შეთანხმდებიან.