სანიოლი საქართველოს ნაკრებში თვეში 17 ათას ევრომდე იღებს - „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ევრო 2024-ის მონაწილეებში ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელია #1TVSPORT
სანიოლი საქართველოს ნაკრებში თვეში 17 ათას ევრომდე იღებს - „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ევრო 2024-ის მონაწილეებში ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელია #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილი ნაკრებების მწვრთნელებს შორის  ყველაზე დაბალი ანაზღაურება ვილი სანიოლს აქვს, – ინფორმაციას Finance Football Research-ი ავრცელებს.

ინტერნეტპორტალის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფრანგ სპეციალისტს წელიწადში სულ რაღაც 200 ათას ევროს უხდის. ეს თვეში დაახლოებით 16,7 ათასი ევრო გამოდის. სანიოლი ამ მაჩვენებლით 24 მწვრთნელს შორის ბოლო, 24-ე ადგილზეა.

Finance Football Research-ის ინფორმაციით, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელებიდან ყველაზე მაღალი ხელფასი ინგლისის ნაკრების მწვრთნელს, გარეთ საუთგეიტს აქვს – 5.8 მილიონი ევრო.

ევრო 2024-ზე გასული გუნდების მწვრთნელების ხელფასები (წლიური)

1. გარეთ საუთგეიტი (ინგლისი) 5.800.000

2. იულიან ნაგელსმანი (გერმანია) 4.800.000

3. რობერტო მარტინესი (პორტუგალია) 4.000.000

4. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) 3.800.000

5. ლუის ვან გაალი (ნიდერლანდები) 3.000.000

6. ლუჩანო სპალეტი (იტალია) 3.000.000

7. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) 1.800.000

8. მურატ იაკინი (შვეიცარია) 1.600.000

9. რალფ რანგნიკი (ავსტრია) 1.500.000

10. დომენიკო ტედესკო (ბელგია) 1.500.000

11. ზლატკო დალიჩი (ხორვატია) 1.500.000

12. დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთი) 1.400.000

13. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) 1.250.000

14. სერგეი რებროვი (უკრაინა) 1.250.000

15. კასპერ ჰიულმანი (დანია) 1.150.000

16. სილვინიო (ალბანეთი) 750.000

17. მიხალ პრობიერჟი (პოლონეთი) 560.000

18. სტივ კლარკი (შოტლანდია) 550.000

19. ფრანჩესკო კალცონა (სლოვაკეთი) 540.000

20. მარკო როსი (უნგრეთი) 300.000

21. მატიაშ კეკი (სლოვენია) 300.000

22. ივან ჰაშეკი (ჩეხეთი) 250.000

23. ედვარდ იორდანესკუ (რუმინეთი) 240.000

24. ვილი სანიოლი (საქართველო) 200.000

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი – დორტმუუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი – ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი – გელზერკირხენი) ნაკრებები არიან.