„ხეტაფესა“ და „სევილიის“ მატჩში ქოჩორაშვილმა ითამაშა, საზონოვი სათადარიგო იყო #1TVSPORT

19:48, 01.11.2026

ლა ლიგის მე-11 ტურში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების მოთამაშეების გუნდები დაუპირისპირდნენ – საბა საზონოვის „ხეტაფემ“ გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.

ქართველებიდან მხოლოდ ქოჩორაშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 87-ე წუთზე, შეცვლაზე შევიდა. საზონოვი სამატჩო განაცხადში კი იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ლა ლიგაში გამართული 11 ტურის შემდეგ „სევილია“ 17 ქულით მე-6 პოზიციაზე დარჩა, „ხეტაფე“ კი მე-12 ადგილზე გადავიდა.

მსგავსი