ისლაილ საიბარიმ მძიმე ტრავმა მიიღო და სამი თვე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მაროკოელმა ნახევარმცველმა, ისმაელ საიბარიმ მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს დაახლოებით სამი თვით გამოაკლდა.
25 წლის ფეხბურთელი გერმანიის ბუნდესლიგის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიის“ წინააღმდეგ (2:2) დაშავდა. გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ საიბარის მარჯვენა კოჭის სინდესმოზის იოგი გაუწყდა. ფეხბურთელს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
Sky Sport Germany-ს ინფორმაციით, მაროკოელის რეაბილიტაციას დაახლოებით სამი თვე დასჭირდება, თუმცა აღდგენის პერიოდი, შესაძლოა, მცირედით შეიცვალოს.
საიბარიმ მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.