კვერნაძემ მეოთხე საგოლე გადაცემა შეასრულა, „ფროზინონემ“ კვლავ მოიგო #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ სერია A-ში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და „ფროზინონეს“ შინ „ტორინოს“ დამარცხებაში დაეხმარა — 2:0.
იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 80 წუთი ითამაშა, 48-ე წუთზე კი გედიემისმა ანგარიში მისი გადაცემის შემდეგ გახსნა.
10 ტურის შემდეგ „ფროზინონემ“ 20 ქულა დააგროვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. კვერნაძის ანგარიშზე კი 10 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.