ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ „იბერიასთან“ უპირატესობა გაზარდა #1TVSPORT

21:30, 01.11.2026

ეროვნულ ლიგაში 31-ე ტურის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

„პეტრიაშვილი არენაზე“ „გაგრამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და ერთ-ერთ ლიდერს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა — 2:2.

რუთაველების ნახევარმცველის, ცოტნე ფაცაციას გოლს (26) მასპინძლებმა ბლიზნიჩენკოს (36) ზუსტი დარტყმით უპასუხეს. შესვენების შემდეგაც მასპინძლები ფეიქრიშვილმა (72) წინ გაიყვანა, მაგრამ „რუსთავმა“ ბოლო წამებზე ოსეის ​მიერ გატანილი ბურთით ანგარიში გაათანაბრა და გუნდს ქულა მოუტანა.

ბათუმის „დინამომ“ აუტსაიდერს, ტყიბულის „მეშახტეს“ 1:0 სძლია. ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე ლევან შენგელიამ გაიტანა — გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ამ მოგებით წაუგებელი სერია 11 მატჩამდე გაზარდა.

ბათუმის „დინამომ“ 56 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე „იბერიას“ სამი ქულით გადაასწრო.

ეროვნული ლიგა
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
  • 1
    დინამო (ბათუმი) დინამო (ბათუმი)
    31
    17
    8
    6
    17
    59
  • 2
    იბერია 1999 (თბილისი) იბერია 1999 (თბილისი)
    31
    17
    5
    9
    12
    56
  • 3
    დინამო (თბილისი) დინამო (თბილისი)
    31
    15
    10
    6
    18
    55
  • 4
    რუსთავი რუსთავი
    31
    15
    8
    8
    10
    53
  • 5
    დილა (გორი) დილა (გორი)
    30
    12
    4
    14
    3
    40
  • 6
    სამგურალი (წყალტუბო) სამგურალი (წყალტუბო)
    31
    11
    6
    14
    -12
    39
  • 7
    ტორპედო (ქუთაისი) ტორპედო (ქუთაისი)
    30
    9
    10
    11
    7
    37
  • 8
    გაგრა გაგრა
    31
    6
    13
    12
    -17
    31
  • 9
    სპაერი (თბილისი) სპაერი (თბილისი)
    31
    5
    13
    13
    -11
    28
  • 10
    მეშახტე (ტყიბული) მეშახტე (ტყიბული)
    31
    3
    11
    17
    -27
    20

მსგავსი