სანიოლი საქართველოს ნაკრებში თვეში 17 ათას ევრომდე იღებს - „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ევრო 2024-ის მონაწილეებში ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელია #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილი ნაკრებების მწვრთნელებს შორის ყველაზე დაბალი ანაზღაურება ვილი სანიოლს აქვს, – ინფორმაციას Finance Football Research-ი ავრცელებს.
ინტერნეტპორტალის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფრანგ სპეციალისტს წელიწადში სულ რაღაც 200 ათას ევროს უხდის. ეს თვეში დაახლოებით 16,7 ათასი ევრო გამოდის. სანიოლი ამ მაჩვენებლით 24 მწვრთნელს შორის ბოლო, 24-ე ადგილზეა.
Finance Football Research-ის ინფორმაციით, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელებიდან ყველაზე მაღალი ხელფასი ინგლისის ნაკრების მწვრთნელს, გარეთ საუთგეიტს აქვს – 5.8 მილიონი ევრო.
ევრო 2024-ზე გასული გუნდების მწვრთნელების ხელფასები (წლიური)
1. გარეთ საუთგეიტი (ინგლისი) 5.800.000
2. იულიან ნაგელსმანი (გერმანია) 4.800.000
3. რობერტო მარტინესი (პორტუგალია) 4.000.000
4. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) 3.800.000
5. ლუის ვან გაალი (ნიდერლანდები) 3.000.000
6. ლუჩანო სპალეტი (იტალია) 3.000.000
7. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) 1.800.000
8. მურატ იაკინი (შვეიცარია) 1.600.000
9. რალფ რანგნიკი (ავსტრია) 1.500.000
10. დომენიკო ტედესკო (ბელგია) 1.500.000
11. ზლატკო დალიჩი (ხორვატია) 1.500.000
12. დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთი) 1.400.000
13. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) 1.250.000
14. სერგეი რებროვი (უკრაინა) 1.250.000
15. კასპერ ჰიულმანი (დანია) 1.150.000
16. სილვინიო (ალბანეთი) 750.000
17. მიხალ პრობიერჟი (პოლონეთი) 560.000
18. სტივ კლარკი (შოტლანდია) 550.000
19. ფრანჩესკო კალცონა (სლოვაკეთი) 540.000
20. მარკო როსი (უნგრეთი) 300.000
21. მატიაშ კეკი (სლოვენია) 300.000
22. ივან ჰაშეკი (ჩეხეთი) 250.000
23. ედვარდ იორდანესკუ (რუმინეთი) 240.000
24. ვილი სანიოლი (საქართველო) 200.000
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი – დორტმუუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი – ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი – გელზერკირხენი) ნაკრებები არიან.