ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთში გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

19:02, 01.11.2026

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის პირველობაზე უკვე გაჩემპიონებულ „ლევადიასთან“ 35-ე ტურში გოლს საგოლე გადაცემა დაუმატა, თუმცა მისი გუნდი „ნომე“ მაინც დამარცხდა – 3:4.

36 წლის ვეტერანმა ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 11 საგოლე გადაცემა, რაც „გოლი+პასი“ სისტემით ესტონეთის ჩემპიონატში სეზონის საუკეთესო შედეგია და დიდი შანსია, ბეგლარიშვილი ტურნირის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ზედიზედ მეორედ გახდეს.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ნომე“ აუტსაიდერთა ზონაშია და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბოლო ტურში უშუალო კონკურენტს, „კურესაარეს“ სტუმრად 7 ნოემბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი