სანდრო რაქვიაშვილი - 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ
5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
„ეს არის ყველაზე კარგი პასუხი ოპოზიციის მხრიდან იმ მოვლენებზე. იმედია, კომისიის მუშაობის შედეგად ბევრ ახალ დეტალს გავიგებთ. ის რესურსები რომ ყოფილიყო 5 ივლისს გამოყენებული, რაც 6 ივლისს იყო, ეს ტრაგიკული მოვლენები არ იქნებოდა.
დასადგენია, რატომ არ მოხდა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთა. ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, ალბათ, კომისიას ბევრ საინტერესო ინფორმაციას მისცემს“, – აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი.