სანდრო ბრეგაძის მანქანასა და სახლში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება
პარტია „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მანქანასა და სახლში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. პოლიციამ სანდრო ბრეგაძის მანქანა თბილისში, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოსთან გაჩხრიკა. გამოკითხვაზე იმყოფებოდა თავად სანდრო ბრეგაძე. მოგვიანებით, პოლიციამ მის საცხოვრებელ სახლში გადაინაცვლა.
სანდრო ბრეგაძის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრეგაძის სახლის გაჩხრეკა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მის მანქანაში მყოფ პირს იარაღი აღმოაჩნდა. ადვოკატი აცხადებს, რომ ბრეგაძეს ამ იარაღის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია, მფლობელს კი, ის გაფორმებული აქვს.
როგორც სანდრო ბრეგაძის მეგობრებმა და თანაპარტიელებმა ადგილზე განაცხადეს, მან პოლიციას მიმართა მუქარასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიმართ ბოლო დროს ხორციელდებოდა და გამოკითხვაზე მოწმის სახით იყო დაბარებული.