დუდა სანაძის „ოლივეირენშემ“ პორტუგალიის ჩემპიონატში მორიგი წარმატებული მატჩი გამართა. ქართველის გუნდი მესამე ადგილზე მყოფ „პორტო“ სტუმრად დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (78-90)
ქართველი მსროლელი სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 33:37 წუთში სანაძემ 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.
სანაძის გუნდი 14 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში „ოლივეირენშეს“ მეტოქე „სპორტინგი“ იქნება, რომელსაც დუდას გუნდი 14 მარტს უმასპინძლებს.