დუდა სანაძე – მინდა, საქართველოს მივულოცო ეს ისტორიული შედეგი #1TVSPORT

16:16, 30.08.2023

ვენესუელასთან გამარჯვებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მსროლელმა დუდა სანაძემ:

„ანგარიშიდან გამომდინარე, შეიძლება ზოგს ეგონოს, რომ იოლად მოვიგეთ. მაგრამ რეალურად ასე არ იყო. ვენესუელა ძლიერი გუნდია, ბევრ სამიანს ტყორცნის და მოდუნების საშუალება არ გვქონდა. მინდა, საქართველოს მივულოცო ეს ისტორიული შედეგი – ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდით, შემდეგ ჯგუფიდან გავედით. ძალიან ბედნიერები ვართ. მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვიდგას. გილოცავ, საქართველო!“

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ მეორე ჯგუფურ ეტაპს 1 სექტემბერს გერმანიასთან მატჩით გახსნიან. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

მსგავსი