დუდა სანაძე - მინდა, საქართველოს მივულოცო ეს ისტორიული შედეგი #1TVSPORT
ვენესუელასთან გამარჯვებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მსროლელმა დუდა სანაძემ:
„ანგარიშიდან გამომდინარე, შეიძლება ზოგს ეგონოს, რომ იოლად მოვიგეთ. მაგრამ რეალურად ასე არ იყო. ვენესუელა ძლიერი გუნდია, ბევრ სამიანს ტყორცნის და მოდუნების საშუალება არ გვქონდა. მინდა, საქართველოს მივულოცო ეს ისტორიული შედეგი – ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდით, შემდეგ ჯგუფიდან გავედით. ძალიან ბედნიერები ვართ. მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვიდგას. გილოცავ, საქართველო!“
შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ მეორე ჯგუფურ ეტაპს 1 სექტემბერს გერმანიასთან მატჩით გახსნიან. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.