ტაიმაუტი | გიორგი შერმადინი და დუდა სანაძე კაბო ვერდესთან გამარჯვების შემდეგ ემოციებზე საუბრობენ #1TVSPORT
ტაიმაუტი | გიორგი შერმადინი და დუდა სანაძე კაბო ვერდესთან გამარჯვების შემდეგ ემოციებზე საუბრობენ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში ჩაერთნენ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები გიორგი შერმადინი და დუდა სანაძე.

დუდამ მატჩის დასაწყისზე ისაუბრა:

„მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ვმართავდით. იყო დიდი ემოცია და მღელვარება. ეს თამაშის დასაწყისშიც გამოჩნდა, ზედიზედ რამდენიმე შეტევა უშედეგოდ დავასრულეთ. თუმცა მალევე დავლაგდით, თამაში გამოვასწორეთ, რამაც საშუალება მოგვცა პირველ შეტევაში კარგად გავქცეულიყავით. სწორედ სწრაფი გარღვევების წყალობით მივაღწიეთ დიდ უპირატესობას პირველ ტაიმში“.

გიორგიმ კაბო ვერდეს ლიდერის, ედი ტავარეშის შესახებ ილაპარაკა:

„ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა კარგად გათვალა და სწორი დავალება მოგვცა, რა უნდა გაგვეკეთებინა მატჩისას. ჩემი აზრით, დავალება 100 პროცენტით შევასრულეთ. როდესაც „რეალის“ ცენტრი ედი ტავარეში ბურთს მიიღებდა, ორ კაცს უნდა დაგვეჭირა. მეტწილად ის ბურთს კარგავდა. მის წინააღმდეგ კარგი დაცვა გამოვიდა და მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. იმედი მაქვს, სლოვენიასთანაც ასე განვაგრძობთ“.