სამთო თხილამურებში ოლიმპიური ჩემპიონი ნარკოტიკების შენახვისთვის დააპატიმრეს #1TVSPORT
შტატ აიდაჰოს პროკურატურამ სამთო თხილამურებში 2010 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი ბოდე მილერი ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა TMZ. წყაროს ცნობით, ცნობილ სპორტსმენს აღმოუჩინეს ჰალუცინოგენური სოკოების პაკეტი 4.1 გრამის ოდენობით.
პრიკურატურამ მილერს ორი პუნქტით წაუყენა ბრალი – ნარკოტიკების შენახვა და მოწყობილობები მის გამოსაყენებლად. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრალი არ აღიარა.
როგორც TMZ წერს, მილერმა შეიტანა გირაო ხუთი ათასი დოლარის ოდენობით და ის თავდებით გაანთავისუფლეს. საქმის წინასწარი მოსმენა 29 ივლისს არის ჩანიშნული.