„ოლ სტარის“ დღე ატლანტაში შედგა. ყველა ვარსკვლავის მატჩამდე გულშემატკივარმა სამქულიანების, ჩატენვებისა და ბარიერების დაძლევის კონკურსები იხილა.
სტეფ კარიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ლიგაში საუკეთესო მსროლელია. პირველ რაუნდში საუკეთესო სამი შედეგი ჯეისონ ტატუმმა (25), მაიკ კონლიმ (28) და სტეფ კარიმ (31) აჩვენეს.
გადამწყვეტ რაუნდში ტატუმმა მხოლოდ 17 ტყორცნა გამოიყენა. კონლიმ კი 27 სამიანი ჩააგდო და კარის სერიოზულ კონკურენტად იქცა. სტეფმა ფინალური რაუნდი დამაჯერებლად ვერ დაიწყო, თუმცა მან საჭირო ტყორცნები დროულად გამოიყენა და საბოლოოდ მაიკ კონლის აჯობა.