278 ქულა სუპერლიგის „ოლ სტარში“ - საუკეთესო მოთამაშედ დავით ლომიძე დასახელდა #1TVSPORT
278 ქულა სუპერლიგის „ოლ სტარში“ - საუკეთესო მოთამაშედ დავით ლომიძე დასახელდა #1TVSPORT

„თბილისი არენაზე“ გაიმართა სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩი. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ლეგიონერებისა და ქართველი კალათბურთელების გუნდები. სანახაობრივ და მხიარულ მატჩში გაიმარჯვა ადგილობრივთა გუნდმა – 147:131.

24 ქულით შეხვედრის ბომბარდირი გახდა ქუთაისის მსროლელი დავით ლომიძე. იგი სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა და სპეციალური ჯილდო გადაეცა. ლეგიონერთა შორის კი ყველაზე მეტი რაიან ჰოლანდმა („ორბი“) ჩააგდო – 24 ქულა.

საინტერესო სანახავი გამოდგა ჩატენვების კონკურსი, რომლის ფინალში იასპარეზეს ბოუდიმ (ბათუმი), სმიტმა (გაუ) და ბერეკაშვილმა (ქუთაისი). ეფექტური ჩატენვებით დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა ჰანტერ ბოუდიმ.

სამქულიანების კონკურსის ფინალში ორი კალათბურთელი იყო – თსუ-ელი ტაირი ბოიკინი და ორბელი ჯეი ნეიგლი. ჩემპიონი გახდა ტანმაღალი ნეიგლი, რომელიც სუპერლიგაშიც მაღალი პროცენტული სიზუსტით გამოირჩევა.