რეკორდი NBA-ის „ოლ სტარში“ - ჯეისონ ტეიტუმმა 55 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT

იუტაში NBA-ის „ოლ სტარი“ გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსისა და იანის ანტეტოკუნმპოს გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა იანისის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა – 184:175.

გამარჯვებულთაგან 55 ქულა ჩააგდო ჯეისონ ტეიტუმმა, რაც NBA-ის ვარსკვლავთა მატჩების ყველა დროის რეკორდია. ის „ოლ სტარის“ საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.

40 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ დონოვან მიტჩელს, ხოლო 26 – დემიან ლილარდს.

ლებრონ ჯეიმსის გუნდში ყველაზე მეტი ჯეილენ ბრაუნმა ჩააგდო – 35 ქულა, 32-32 ჰქონდათ კაირი ირვინგსა და ჯოელ ემბიიდს.