სამხრეთ კორეის პორტში რუსულ სატვირთო გემს საწვავის ჩასხმაზე უარი უთხრეს
სამხრეთ კორეის პორტში რუსულ სატვირთო გემს საწვავის ჩასხმაზე უარი უთხრეს

სამხრეთ კორეის პორტში რუსულ სატვირთო გემს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საწვავის ჩასხმაზე უარი უთხრეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, საუბარია კომპანია „ჰუდსონის“ კუთვნილ ხომალდზე. აღნიშნული კომპანიისთვის აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული.

ინციდენტი სამხრეთ კორეის პორტ პოჰანგში მოხდა. რუსულმა კომპანიამ პორტის ადმინისტრაციას დიზელით უზრუნველყოფაზე უარის გამო პროტესტი გამოუცხადა. წერილში აღნიშნულია, რომ გემი ავარიულ მდგომარეობაშია და ელექტროგენერატორებისთვის საწვავს საჭიროებს.

როგორც „ინტერფაქსი“ წერს, გემის ეკიპაჟი დროებით სასტუმროში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, აშშ-ს რუსული კომპანიები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში არაერთხელ დაუდანაშაულებია.

დატოვე კომენტარი