სამხრეთ ამერიკის რვა სახელმწიფომ ახალი რეგიონული ბლოკი ჩამოაყალიბა
სამხრეთ ამერიკის რვა სახელმწიფომ ახალი რეგიონული ბლოკი ჩამოაყალიბა

სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერებმა ახალი რეგიონული ბლოკის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადეს. გაერთიანება სახელად „პროსური“ (PROSUR) „სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის“ შემცვლელი იქნება, რომელიც რეგიონში 2008 წელს შეიქმნა. გაერთიანების ჩამოყალიბების ინიციატორები ვენესუელის მაშინდელი ლიდერი, უგო ჩავესი და ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა იყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდში, სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირს სხვადასხვა მიზეზების გამო 12 წევრი გამოეთიშა.

ახალ რეგიონულ ბლოკში რვა ლათინური სახელმწიფო შევიდა: ჩილე, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, პერუ და ჰავაი. რეგიონული ბლოკის მიზანი ლათინურ ამერიკაში დემოკრატიის დაცვა, ასევე რეგიონული ინტეგრაციის გაძლიერება და გაფართოებაა.

რეგიონული ბლოკის შექმნის ცერემონია ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გაიმართა. ღონისძიებაზე ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი, ხუან გუაიდოც იყო მიწვეული. თუმცა ნიკოლას მადუროს მთავარმა ოპონენტმა ცერემონიაზე დასწრება ვერ მოახერხა.