ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელების ახალი ეპიცენტრი სამხრეთ ამერიკაა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელების ახალი ეპიცენტრი სამხრეთ ამერიკაა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის ეპიცენტრმა სამხრეთ ამერიკაში გადაინაცვლა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა იმატებს აფრიკაშიც, თუმცა კონტინენტზე სიკვდილიანობის შედარებით დაბალი დონე შეინიშნება.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობების ექსპერტი მაიკ რაიან აცხადებს, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის ბრაზილიაში ყველაზე რთული სიტუაციაა.

აფრიკის ცხრა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალია. რაიანს აზრით, ეს ფაქტორი ახალგაზრდა მოსახლეობას უკავშირდება. თუმცა ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რისკი ჯერ კიდევ მაღალია, რადგან აფრიკის ქვეყნებში სათანადო სამედიცინო აღჭურვილობა არ აქვთ.

დატოვე კომენტარი