სამირ ნასრიმ კარიერა დაასრულა #1TVSPORT
სამირ ნასრიმ კარიერა დაასრულა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, – დაწერა გაზეთმა L’Equipe-მა.

ნასრი 2018 წელს ნახევარი წლით იყო დისკვალიფიცირებული ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის. ნასრის მხრიდან აპელაცია წარუმატებელი აღმოჩნდა, დისკვალიფიკაცია კი ერთი წლით გააგრძელეს, 34 წლის ნასრი ამტკიცებს, რომ სასჯელი არასამართლიანი იყო, ამიტომაც მისი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ შეიცვალა და აღარ უნდა მინდორზე დაბრუნება.

კარიერის განმავლობაში სამირ ნასრი თამაშობდა „მარსელში“, „არსენალში“, „მანჩესტერ სიტიში“, „სევილიაში“, „ანტალიასფორში“, „ვესტ ჰემსა“ და „ანდერლეხტში“. საფრანგეთის ნაკრებში მის ანგარიშზეა 41 მატჩი და ხუთი გოლი.

ნასრი ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.