სამი ინგლისური, ორი გერმანული – ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია #1TVSPORT

11:34, 18.03.2021

ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი და ცნობილია ყველა მეოთხედფინალისტი.

ამ ეტაპზე სამი გუნდი ეყოლება ინგლისს – „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“.

ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი გერმანია – „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“.

თითო გუნდი ეყოლებათ ესპანეთს („რეალი“), საფრანგეთსა („პარი სენ-ჟერმენი“) და პორტუგალიას („პორტუ“).

მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა 19 მარტს გაიმართება.

მსგავსი