სამი ინგლისური, ორი გერმანული - ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი და ცნობილია ყველა მეოთხედფინალისტი.
ამ ეტაპზე სამი გუნდი ეყოლება ინგლისს – „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“.
ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი გერმანია – „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“.
თითო გუნდი ეყოლებათ ესპანეთს („რეალი“), საფრანგეთსა („პარი სენ-ჟერმენი“) და პორტუგალიას („პორტუ“).
მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა 19 მარტს გაიმართება.